Sunday, March 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


ოპტიმიზაციის  ამოცანები
პროექტის  ავტორი: ელზა  ფულაძე
პროექტს  განახორციელებენ  VIII  კლასის  მოსწავლეები



მნიშვნელობა  და  აქტუალობა
ბიზნესის  სწორად  წარმართვისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია  სწორი  მათემატიკური  გათვლები  არსებული  საშუალებების  გონივრულად  გამოყენების  მიზნით.  ამდენათ  მოსწავლეთათვის  მეტად  სასარგებლოა  ადრეულ  ასაკშივე  გააცნობიერონ  მათემატიკის  როლი  ეკონომიკური  ტიპის  პრობლემების  გადაწყვეტისას  და  გამოიმუშავონ  ამ  კუთხით  გარკვეული  უნარ-ჩვევები. 
მიზნები  და  შედეგები
Ø  მოსწავლეებში  საჭირო  მასალების  მოძიების ,  კვლევისა  და  ანალიზის    უნარ- ჩვევების  ჩამოყალიბება.
Ø  გაიღრმავებენ  ცოდნას  წრფივ  პროგრამირებაში  და  გამოიყენებენ  წრფივი  დაპროგრამების   მეთოდებს  ოპტიმიზაციის ამოცანების (შეზღუდული  რესურსების  ეფექტიანად  გამოყენების  ამოცანების)  გადაჭრისას.  
Ø  გამოუმუშავდებათ  კომპიუტერული  უნარ-ჩვევები  და  ისწავლიან  პრეზენტაციების  ჩატარების  ხელოვნებას.
მასალები  და  რესურსები
სახელმძღვანელოები,  კომპიუტერი  პროგრამა  Geogebra,  Exel -ი , ინტერნეტი,  სმარტ  ბორდი,  დაფა,  მარკერი.
წინასწარი  ცოდნა
Ø  შეუძლიათ  ცალკეულ  სიდიდეთა  შორის  დამოკიდებულებების  მათემატიკური  ფორმულირება.
Ø  წრფივ  ორუცნობიან  უტოლობათა  სისტემა  და  მისი  ამოხსნის  გეომეტრიული  მეთოდი.
Ø  სტატისტიკური  მონაცემების  დამუშავება  და  დიაგრამების  საშუალებით  წარმოდგენა.
სასწავლო  პროექტის  გეგმის  მსვლოელობა
·         კვლევა  შერჩეული  იქნა  მოსწავლეთა  ინტერესების  გათვალისწინებით
·         პროექტს  წინ  უძღოდა    პროვოცირება    შემდეგი  პრობლემური  ამოცანის  სახით:  საწარმოს  დირექტორს  სურს  საწარმოს  მოგების  მაქსიმალიზაცია.   საწარმოს  მოგება  სპორტული  ფეხსაცმლის  ერთი  წყვილისათვის  შეადგენს  10  ლარს,  ხოლო  ყოველდღიური  ფეხსაცმლის  ერთი  წყვილისათვის - 8  ლარს.ფეხსაცმლის  საწარმოს  აქვს  გარკვეული  შეზღუდვები  (გარეშე  პირობები,  რომლებიც  განისაზღვრება  რესურსების  სიმწირით).საწარმოს  გააჩნია  მასალის  დასაჭრელი  6  დაზგა,საწარმოში  მუშაობს  850  მუშა,  რომლებიც  მუშაობენ  კვირაში  40  საათს.  ყოველი  წყვილი  სპორტული  ფეხსაცმლის  მასალის  დაჭრას  ესაჭირეობა  4  წუთი,  ხოლო  ყოველდღიური  ფეხსაცმლის  მასალის  დაჭრას    3  წუთი.  თითოეულ  მუშას  ესაჭიროება  7  საათი  ერთი  წყვილი  სპორტული  ფეხსაცმლის  ასაწყობად  და 8  საათი  ერთი  წყვილი   ყოველდღიური  ფეხსაცმლის  ასაწყობად.  საწარმო  ამზადებს  თანაბარი  რაოდენობით  სპორტულ  დ  ყოველდღიურ  ფეხსაცმელს.  თითოეული  სახეობის  რა  რაოდენობის  ფეხსაცმელი  უნდა  დაამზადოს  საწარმომ,  რომ  ნახოს  მაქსიმალური  მოგება?
·         მოსწავლეები  დაიყოფიან  ჯგუფებად საკუთარი  სურვილისამებრ ,  განემარტებათ  დავალება  და  იმუშავებენ  ცალკეულ  საკითხებზე.
Ø    მოიძიებენ  თემასთან  დაკავშირებულ  ინფორმაციებს ,  შეადგენენ  მიზნობრივი  ფუნქციას,   გაითვალიოსწინებენ  ამოცანასთან  დაკავშირებულ შეზღვუდებს  და  მოძებნიან  სახეობების  მიხედვით  ფეხსაცმელების  რაოდენობრივი  განაწილების  ოპტიმალურ  ვარიანტს.
Ø    აღნიშნულის  გათვალისწინებით  დაითვალიან  რა  მოგება  ექნება  საწამოს .
Ø    შეადარებენ   არსებულ   მოგებას  და მოგების  ოპტიმალურ  ვარიანტს.  მიღებულ  შედეგებს  წარმოადგენენ  დიაგრამების  საშუალებით.
Ø   ორი  კვირის  განმავლობაში  მოსწავლეები  შეასრულებენ  დაკისრებულ  დავალებას  და  დანიშნულ  დღეს  მოხდება  პროექტის  პრეზენტაცია.
საგნებთან  კავშირი
პროექტში  ჩანს  კავშირი  ეკონომიკასთან  და  ისტ-თან.  მოსალოდნელი  შედეგები  პასუხობს  ე.ს.გ-ს.
პროექტის  ხელმძღვანელი
ელზა  ფულაძე
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა  და  ვებ. გვერდი
Elzapuladze.blogspot.com